ლატვიის სეიმის წევრი – გილოცავთ შეთანხმების ხელმოწერას, რომელიც ხალხის ინტერესებსა და საქართველოს დემოკრატიული განვითარების მომავალს პირველ ადგილზე აყენებს
გილოცავთ შეთანხმების ხელმოწერას, რომელიც ხალხის ინტერესებსა და საქართველოს დემოკრატიული განვითარების მომავალს პირველ ადგილზე აყენებს, – წერს „ტვიტერში“ ლატვიის სეიმის წევრი რიჰარდ კოლსი.
„საქართველოში შედგა შეთანხმება, რომელსაც ხელი მოაწერეს „ქართულმა ოცნებამ“ და ოპოზიციური პარტიების უმრავლესობამ! გილოცავთ ყველას მიმდინარე კრიზისიდან გამოსასვლელი შეთანხმების ხელმოწერას, რომელიც ხალხის ინტერესებსა და საქართველოს დემოკრატიული განვითარების მომავალს პირველ ადგილზე აყენებს“, – აღნიშნულია ლატვიის სეიმის წარმომადგენლის განცხადებაში.
Agreement in #Georgia, signed by Georgian Dream and a majority of opposition parties! Congratulations to all on signing the deal out of the current crisis, thus putting the people’s interests and the future of Georgia’s democratic development first!
— Rihards Kols (@RihardsKols) April 20, 2021