ლატვიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი -- საქართველოს თამაშის სტილი ძალიან მომეწონა
ლატვიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, მიკსუ პაატელაინენმა, საქართველოსთან ერთა ლიგაზე წაგების (0:3) შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე, მედიის წარმოამდგენელთა შეკითხვებს უპასუხა.
ფინელმა სპეციალისტმა აღიარა, რომ საქართველოსთან მარცხი მისთვის მტკივნეული დარტყმა იყო.
„ამ ორი გუნდის დონესა და კლასში დიდი განსხვავებაა. დღეს ამაში ეჭვის შეტანა აღარ შეიძლება. საქართველოში არიან შესანიშნავი მოთამაშეები, რომლებიც გასაოცარ რეიდებს ახორციელებენ და როდესაც შანსი გააჩნიათ, გოლს იტანენ. მე საქართველოს თამაშის სტილი ძალიან მომეწონა. მეტოქეს ასეთი „ღია კარის“ დღე რომ აღარ მოვუწყოთ, ამის თავიდან ასაცილებლად საჭიროა მეტი დისციპლინა. დღეს ჩვენ ცუდად ვთამაშობდით ნახევარდაცვაში, შეცდომების შედეგად გავუშვით პირველი ორი გოლი, მესამე კი – კონტრშეტევაზე. მაგრამ მოდით, ვისწავლოთ მეტოქისგან.“ – განაცხადა მიხეილ პაატელაინენმა.
ფინელმა მწვრთნელმა ემოციები არ დამალა – „გარკვეული დადებითი მომენტებიც იყო – ვნახე სისწრაფეები, მოთამაშეებს ხელი არ ჩაუქნევიათ და ბოლომდე იბრძოლეს. მაგრამ ჩვენ შორს ვართ იმისგან, სადაც ჩვენ გვინდა ვიყოთ, ეს მატჩი კი ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული საღამო იყო.“