ლატვიის ბიატლონის ფედერაციის პრეზიდენტი მექრთამეობისთვის დააკავეს
ლატვიის ბიატლონის ფედერაციის პრეზიდენტი მექრთამეობისთვის დააკავეს

ლატვიის ბიატლონის ფედერაციის პრეზიდენტი ბაიბა ბროკა პოლიციამ დააკავა – ის ქრთამის აღებაშია ეჭვმიტანილი, – წერს „ბალტნიუსი“ (BaltNews). 43 წლის ქალს მინიმუმ 20 ათასი ევროს აღებას ედავებინიან.

ბროკა, რომელსაც ასევე უკავია ლატვიის უნივერსიტეტის შესყიდვების კომისიის თავმჯდომარის პოსტი, ბოროტად იყენებდა სამსახურეობრივ უფლებამოსილებას. ამასთან, ქრთამი შეიძლებოდა გაფორმებული ყოფილიყო ლატვიის ბიატლონის ფედერაციისთვის შემოწირულობის სახით – თანხა თითქოს გადაირიცხა ბიატლონისტ ანდრეი რასტორგუევის მხარდაჭერისთვის.

სხვათა შორის, 2018 წელს, ბროკა კენჭს იყრიდა ბიატლონისტთა საერთაშორისო კავშირის (IBU) პრეზიდენტობაზე, მაგრამ წააგო არჩევნები შვედ ოლე დალინთან.