ლატვიელი ფეხბურთელი - საქართველოსთან დამამცირებელი მარცხისთვის რევანში ერთა ლიგაზე უნდა ავიღოთ
ლატვიელი ფეხბურთელი - საქართველოსთან დამამცირებელი მარცხისთვის რევანში ერთა ლიგაზე უნდა ავიღოთ

ერთა ლიგაში საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ერთ-ერთი მეტოქე ლატვიაა, რომელიც 2017 წლის 28 მარტს თბილისში საქართველომ 5:0 დაამარცხა.

წილისყრაზე კომენტარი საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი მეტოქის, ლატვიის ნაკრების ყოფილმა ლიდერმა მარის ვეპაკოვსკისმა გააკეთა.

„ურთულესი ჯგუფში მოვხდით, მაგრამ ამასაც საკუთარი პლუსები გააჩნია. მაგალითად, მცირე ხნის წინ საქართველოს ნაკრებთან 0:5 წავაგეთ – ეს არის მშვენიერი სტიმული, დამამცირებელი მარცხისთვის რევანში რომ ავიღოთ. ყაზახებთანაც ასევე წარუმატებლად ვითამაშეთ და მდგომარეობა მათთანაც უნდა გამოვასწოროთ. ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენი მიზანი მხოლოდ ჯგუფში პირველი ადგილის დაკავება უნდა იყოს” – ამბობს ვეპაკოვსკისი.

ლატვიის ეროვნული ნაკრების ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირმა (104 შეხვედრა, 29 გოლი) დიდი როლი ითამაშა, მისი ქვეყანა 2004 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე რომ მოხვდა. იყო პერიოდი, მარის ვეპაკოვსკისი კიევის „დინამოსა“ და ესპანურ კლუბებში, „ხეტაფესა“ და „სელტაში“ თამაშობდა. ამჟამად ვეპაკოვსკისი მშობლიური ქალაქის საფეხბურთო კლუბ „ლიეპაიას“ პრეზიდენტია.