ლაშა ტალახაძე ტიტულის დაცვას შეეცდება
ლაშა ტალახაძე ტიტულის დაცვას შეეცდება

ამერიკის შეერთებულ შტატებში, ქალაქ ანაჰაიმში, მიმდინარეობს ძალოსნობის მსოფლიო ჩემპიონატი, სადაც ქართველ ძალოსნებს უკვე ორი მედალი აქვთ მოპოვებული. შოთა მიშველაძემ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, ანასტასია გოტფრიდმა კი ოქროს მედალი აიღო.

ხვალ, გამთენიისას ასპარეზობაში მოქმედი ჩემპიონი – ლაშა ტალახაძე, ტიტულის დაცვას შეეცდება. მძიმეწონოსნების გამოსვლა 5 საათსა და 30 წუთზე დაიწყება.

ადგილზე იმყოფება პირველი არხის ჟურნალისტი, რომელიც შედეგების შესახებ უახლეს ინფორმაციას ჩვენი ვებგვერდისა და ფეისბუქ გვერდის მეშვეობით მოგაწვდით.