ლაშა ტალახაძემ მსოფლიოს სამი რეკორდი დაამყარა და ჩემპიონი მეოთხედ გახდა
ტაილანდის ქალაქ პატაიაში მიმდინარე ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატის დასკვნით დღეს ლაშა ტალახაძემ მსოფლიოს სამი რეკორდი დაამყარა და ჩემპიონი მეოთხედ გახდა.
ატაცში ქართველმა ჩემპიონმა 220 კგ. დააფიქსირა და მსოფლიოს მორიგი რეკორდი დაამყარა, აკვრაში კი 264 კგ. დაძლია და მსოფლიო რეკორდი გააუმჯობესა.
ამრიგად, 2015, 2017 და 2018 წლების შემდეგ, ტალახაძე მეოთხედ გახდა მსოფლიოს ჩემპიონი.
საგულისხმოა, რომ საქართველოს ნაკრებმა, რომლის ანგარიშზეც ხუთი ოქროს და ორი ბრინჯაოს მედალია, მსოფლიოს ჩემპიონატზე ისტორიული გუნდური მეორე ადგილი მოიპოვა.