ქართველ მორაგბეს რუსულმა კლუბმა კონტრაქტი არ გაუგრძელა. გუნდის ხელმძღვანელობა აცხადებს, რომ ეს ურთულესი გადაწყვეტილება ორი მიზეზით მიიღო – რუსეთის სარაგბო პრემიერლიგაში ლეგიონერებზე დაწესებული ლიმიტი და მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატისთვის მზადება. მოგეხსენებათ, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები იაპონიაში გასამართ მსოფლიო თასზე იასპარეზებს, რის გამოც ლაშა მალაღურაძეს სანაკრებო შეკრებებზე ყოფნა და კლუბში მთელი სეზონის გაცდენა მოუწევს. „კრასნი იარის“ რიგებში 7 ლეგიონერი ირიცხება, გუნდს კი უფლება აქვს 6 ლეგიონერი ჰყავდეს. მოედანზე კი მხოლოდ 4 მორაგბეს შეუძლია ყოფნა.
ლაშა მალაურაძე „კრასნი იარის“ ღირსებას 2016 წლიდან იცავდა. ქართველმა მორაგბემ რუსულ კლუბთნა ერთად ერთხელ სუპერთასი მოიგო და 3-ჯერ ქვეყნის ვიცე ჩემპიონი გახდა. „კრასნი იარის“ ხელმღვანელობა მალაღურაძეს კლუბში გატარებული წლებისთვის და ბრწყინვალე თამაშისთვის მადლობას უხდის.