საქართველოს ნაკრების წევრი ლაშა ლომიძე ინგლისის მეორე დივიზიონის, „ჩემპიონშიფის“ კლუბ „დონკასტერ ნაითსში“ გადავიდა.
დონკასტერელთა ოფიციალური ვებ-გვერდი იტყობინება, რომ 26 წლის ქართველი მორაგბის შეძენით გუნდმა სერიოზული შენაძენი გააკეთა, რადგან ლომიძეს ინგლისში, საფრანგეთში, რუსეთსა და საქართველოში თამაშის გამოცდილება აქვს.
საქართველოს ეროვნულ გუნდში ლომიძეს 46 მატჩი აქვს ჩატარებული, მათ შორის 2015 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე.
თბილისში დაბადებულმა, კარიერა საფრანგეთის უმაღლესი დივიზიონის „მონპელიეში“ 2012 წელს დაიწყო, სადაც ორი სეზონი გაატარა და შემდეგ „ბეზიეში“ გადავიდა. 2017 წელს მან რუსეთში ითამაშა, შემდეგ კი ლონდონ აირიშში გამოდიოდა.
ლომიძის შეძენის შემდეგ „დონკასტერ ნაითსი“ პირველ მატჩს ხვალ, 29 დეკემბერს, „იორკშირ კარნეგის“ წინააღმდეგ გამართავს.