საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის მორიგ ტურში 28 მარტს რუმინეთს უმასპინძლებს. მატჩისწინა ღია ვარჯიშზე „ბორჯღალოსნების“ ახალგაზრდა წევრმა ლაშა ჯაიანმა მომავალ მატჩში გულსემატკივრების როლზე ილაპარაკა:
„მაყურებელი დიდ მუხტსა და ენერგიას გვაძლევს. პირადი გამოცდილებით გეტყვით – ცარიელ სტადიონზე ემოციას ვერ ვიღებ. გულშემატკივრის სახით მეთექვსმეტე მოთამაშის გვერდზე დგომას ფიზიკურადაც ვგრძნობთ. იმედი მაქვს, როგორც დაშვებულია, სტადიონზე ტრიბუნების მესამედი შეივსება და გულშემატკივარს ხარისხიან რაგბის ვაჩვენებთ.
რუმინეთი ყოველთვის უხერხული მეტოქეა. ეს გუნდი ამ მომენტისათვის მეორე ადგილზეა. მოტივირებულები ჩამოვლენ. მათი სტატიკური შერკინება და მოლები საკმაოდ ძლიერია, ამიტომაც ჩვენ შევეცდებით მეტოქე ამ კომპონენტში გავანეიტრალოთ. ყველაფრისთვის მზად ვართ. ვიმედოვნებ, გულშემატკივარს შევთავაზებთ, კარგ, დაძაბულ და ხარისხიან შეხვედრას“.
ცოტნე შაორშაძე