ლაშა გურულმა „ა“ კლასის საერთაშორისო ტურნირზე ვერცხლის მედალი მოიპოვა | კრივი
ბულგარეთის ქალაქ სოფიაში „ა“ კლასის საერთაშორისო ტურნირზე კრივში ლაშა გურულმა (63კგ) ვერცხლის მედალი მოიპოვა.
სტრანჟას ტურნირზე ქართველი მოკრივე მთვარი მწვრთნელის, ბეჟან ჭიჭინავას ხელმძღვანელობით ოქროს მედლისთვის უკრაინელ სპორტსმენს დაუპირისპირდა და სამწუხაროდ, მსაჯთა გადაწყვეტილებით დამარცხდა, მაგრამ ჩვენი მოკრივის ვერცხლის მედალი უკვე ისტორიული შედეგია. ტურნირზე 30 ქვეყნის ნაკრები გუნდი მონაწილეობდა.
საქართველოს ნაკრები სამშობლოში 26 იანვარს, თბილისის დროით 17:00 სთ-ზე თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ჩამოფრინდება.