ლაშა გურული და ნიკოლოზ ბეგაძე დღეს ფინალში იბრძოლებენ - ქართველი მოკრივეების წარმატება პრესტიჟულ ტურნირზე
ლაშა გურული და ნიკოლოზ ბეგაძე დღეს ფინალში იბრძოლებენ - ქართველი მოკრივეების წარმატება პრესტიჟულ ტურნირზე

უნგრეთის ქალაქ დებრეცენში გრძელდება A კატეგორიის საერთაშორისო ტურნირი სამოყვარულო კრივში (იშტვან ბოშკაის 65-ე მემორიალი). შეჯიბრზე კვლავ წარმატებით განაგრძობენ ასპარეზობას ქართველი სპორტსმენები.

ჩვენი გუნდის კაპიტანი ლაშა გურული და ასევე ნიკოლოზ ბეგაძე დღეს ტურნირის საუკეთესოს ტიტულისთვის იბრძოლებენ. 63 კილოგრამ წონით კატეგორიაში ლაშა გურულის მეტოქე ფინალურ ორთაბრძოლაში უნგრელი კოვაც რიჩარდი იქნება. 91 + კგ-ში კი ნიკოლოზ ბეგაძე ინგლისელ ფრეიზერ კლარკს დაუპირისპირდება.

შეგახსენებთ, რომ საქართველო ტურნირზე სულ ხუთი სპორტსმენით იყო წარდგენილი. ჩვენი ნაკრების დანარჩენი სამი წევრი პირველივე წრეში გამოეთიშა ასპარეზობას. ოლიმპიადის ლიცენზიატი სახილ ალახვერდოვი (52), გიორგი ხარაბაძე (75) და ესკერხან მადიევი (69).