ლაშა გობაძე რეპეშაჟში დამარცხდა და ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეებმა ოლიმპიადა უმედლოდ დაასრულეს #1TVSPORT
ლაშა გობაძე რეპეშაჟში დამარცხდა და ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეებმა ოლიმპიადა უმედლოდ დაასრულეს #1TVSPORT

პარიზის 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებზე, ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში, 87 კგ-ში გამომსვლელი ლაშა გობაძე რეპეშაჟში დანიის სახელით მოასპარეზე ჩეჩენ ბისულტანოვთან დამარცხდა და ტურნირს უმედლოდ დაემშვიდობა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ შეჯიბრებაზე გამომსვლელი რამაზ ზოიძე (67 კგ) პირველივე ორთაბრძოლაში დამარცხდა და ისიც უმედლოდ დარჩა.

6 აგვისტოს კი 97 კგ წონით კატეგორიაში იასპარეზა რობერტ კობლიაშვილმა, რომელმაც ნეიტრალური დროშის ქვეშ მოასპარეზე ხასლახანაუსთან წააგო და ოლიმპიურ თამაშებს გამოეთიშა.