ლაშა დვალს „რუბინში“ იწვევენ
ლაშა დვალს „რუბინში“ იწვევენ

ლაშა დვალს კარიერის დასაწყისში ჰქონდა შანსი, პეტერბურგის „ზენიტში” გადასულიყო. ახლა კი ყაზანის „რუბინში“ იწვევენ, იტყობინება რუსული მედია.

საქართველოს ნაკრების 23 წლის მცველისადმი ყაზანური კლუბის დაინტერესებაზე ცნობა პირველად „ჩემპიონატმა“ გაავრცელა. რუსული გამოცემა ამტკიცებს, რომ პოლონეთის ექსტრაკლასას „პოგონი“ ქართველი ცენტრალური მცველის ტრანსფერის გამოსყიდვას ზამთარში შეეცდება.

ლაშა დვალს უთამაშია ლატვიაში, თურქეთსა და ყაზახეთში. კარიერის დასაწყისში ინგლისურ „რედინგთან“ კონტარქტი გააფორმა, მაგრამ სავიზო პრობლემების გამო გუნდში ვერ ითამაშა. 2017 წელს დვალი პავლოდარის „ირტიშიდან“ პოლონურ „პოგონში“ გადავიდა. ექსტრაკლასას მიმდინარე სეზონში ლაშამ პოლონურ კლუბში 13 მატჩი ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა. მცველმა საქართველოს ნაკრებში 14 შეხვედრა გამართა. მას საქართველოს ეროვნულ გუნდში 2015 წლიდან იწვევენ.