ლაშა დვალმა უნგრეთის საფეხბურთო ჩემპიონატში გოლი ზედიზედ მეორე შეხვედრაში გაიტანა. საქართველოს ნაკრების 23 წლის მცველმა თავი „ფერენცვაროშის“ გასვლით შეხვედრაში გამოიჩინა.
ქართველი სპორტსმენის გუნდი „მეზოკოვეშდს“ ესტუმრა, დვალმა კი კარი 48-ე წუთზე აიღო და ანგარიში გაათანაბრა. მე-80 წუთზე ბუდაპეშტელებმა გადამწყვეტი გოლი გაიტანეს და ანგარიშით 2:1 მოიგეს.
ლაშა დვალმა თავი წინა ტურში „პაკშთანაც“ გამოიჩინა, სულ კი ცხრა შეხვედრაში მის ანგარიშზე ორი გოლია. 28 ტურის შემდეგ „ფერენცვაროში“ 64 ქულით ლიდერია და მეორეადგილოსან „ვიდის“ რვა ქულით ასწრებს.