ლაშა დვალმა შეუცვლელად ითამაშა - აპოელ-ი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფისკენ მიიწევს #1TVSPORT
ლაშა დვალის აპოელ-მა ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე მოლდოვის ჩემპიონთან, „პეტროკუბთან“ გასვლითი მატჩი 1:1 დაასრულა და მესამე ეტაპზე გავიდა.
დვალმა პირველი მატჩი მცირე ტრავმის გამო გამოტოვა, მაგრამ სწაფად მომჯობინდა, ამჯერად მზად იყო და შეუცვლელად ითამაშა. პირველი დაპირისპირება კვიპროსში გაიმართა და აპოელ-მა მეტოქე 1:0 დაამარცხა.
კიშინეუს „ზიმბრუს“ სტადიონზე გამართული საპასუხო შეხვედრაში გოლები შესვენების შემდეგ გავიდა. მე-60 წუთზე მოლდოველები პლატიცამ დააწინაურა, მაგრამ ხუთ წუთში მარკინიოსმა წონასწორობა აღადგინა.
საბოლოოდ ანგარიში აღარ შეცვლილა და მესამე წრეში აპოელ-ი გავიდა, რომელმაც „პეტროკუბი“ ორი მატჩის ჯამში 2:1 დაამარცხა და შემდეგ ეტაპზე გურამ კაშიას „სლოვანს“ შეხვდება.