ლაშა დვალის ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა - ფეხბურთელი მოედანს რამდენიმე დღეში დაუბრუნდება #1TVSPORT
ლაშა დვალის ტრავმა საშიში არაა, მაგრამ არის ალბათობა, რომ, ტრავმის გართულების თავიდან ასაცილებლად, ქართველმა მცველმა მოლდოვურ „პეტროკუბთან“ ჩემპიონთა ლიგის მატჩში მონაწილეობა არ მიიღოს – ამის შესახებ კვიპროსული გამოცემა „სიგმალაივი“ წერს.
„ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე აპოელ-ი მოლდოვის ჩემპიონს, „პეტროკუბს“ სამშაბათს, 23 ივლისს დაუპირისპირდება. აპოელ-ის ესპანელი მწვრთნელი, დავიდ გაიეგო ორშაბათს ბოლო ვარჯიშს დაელოდება, რათა შეაფასოს ბელცის, კონსტანტინოვისა და დვალის ჯანმრთელობის მდგომარეობა და ტრავმების სიმძიმე.
იქნებიან თუ არა ისინი სათამაშოდ მზად და შეძლებენ თუ არა გუნდის დახმარებას, ჯერ უცნობია. დვალმა აეკ-თან ამხანაგურ მატჩში კუნთის ტკივილი იგრძნო. ერთი შეხედვით, ტრავმა სერიოზული არ ჩანდა, მაგრამ აპოელ-ის მწვრთნელმა სიფრთხილე გამოიჩინა და ფეხბურთელი მაინც შეცვალა.
ტრავმის სირთულის შესაფასებლად ქართველი მცველი სამედიცინო შემოწმებას გაივლის, რადგან გუნდის ხელმძღვანელობას გარისკვა არ სურს. „პეტროკუბთან“ მისი შემცვლელი, სავარაუდოდ, ციპრიანო იქნება – 21 წლის ბრაზილიელი ცენტრალური მცველი, რომელმაც აეკ-თან ამხანაგურ მატჩში კარგი შთაბეჭდილება დატოვა“, – წერს კვიპროსული გამოცემა.
თავად ლაშა დვალმა საქართველოს პირველ არხთან განაცხდა, რომ ტრავმა სერიოზული არ არის და მოედანს მალე დაუბრუნდება.