ლაშა დვალი უნგრეთში ითამაშებს - ქართველი მცველი ტრადიციამ და მწვრთნელმა მოხიბლა
ლაშა დვალი უნგრეთში ითამაშებს - ქართველი მცველი ტრადიციამ და მწვრთნელმა მოხიბლა

ლაშა დვალი პოლონეთიდან უნგრეთში გადავიდა – საქართველოს ნაკრებისა და „პოგონის“ მცველი კარიერას „ფერენცვაროშში“ გააგრძელებს.

„დიდი ხანი არც მიფიქრია, როდესაც „ფერენცვაროშის“ წინადადება მივიღე. მე ამ კლუბის ისტორიასა და ტრადიციაზე ბევრი მსმენია. ახლა კი კლუბის მთავარი მწვრთნბელი სერგეი რებროვია, რომელიც ჩემთვის ერთ-ერთი გამოსარჩევი მოთამაშე იყო“ – ეს დვალმა „ფერენცვაროშის“ ოფიციალურ გვერდთან განაცხადა.

უნგრულმა კლუბმა ფეხბურთელი უკვე ოფიციალურად წარადგინა. „საბურთალოს“ აგზრდილ მცველმა კარიერა უცხოეთში აიწყო – ინგლისურ „რედინგში“ ჩარიცხულს დიდ ბრიტანეთში სამუშაო ვიზა არ მისცეს და იძლებული გახდა, დროებით ლატვიურ „სკონტოში“. ასევე იჯარით წავიდა თურქულ „ქასიმფაშაში“ და გერმანულ „დუისბურგში“. მერე ვროცლავის „შლიონსკში“ ჩაირიცხა, საიდანაც ყაზახურ „ირტიშში“ აღმოჩნდა, 2017 წლის ივლისში კი პოლონეთის ექსტრაკლასას შჩეცინის „პოგონში“ ჩაირიცხა. დვალმა საქართველოს ნაკრებში 14 შეხვედრა ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა.

1899 წელს ბუდაპეშტში.დაარსებული „ფერენცვაროში“ უნგრეთის ყველაზე ტიტულოვანი და პოპულარული საფეხბურთო კლუბია. მის ისტორიაში ყველაზე დიდი მიღწევა იყო 1965 წელს ბაზრობათა თასის მოგებაა, როდესაც ფინალში ტურინის „იუვენტუსი“ დაამარცხა, 2 წელიწადში კი ამავე გათამაშების ფინალში მეორედ გავიდა და დამარცხდა. 1975 წელს თასების მფლობელთა თასის ფონალშიც გავიდა და ამჯერადაც დამარცხდა.

დვალის ახალი გუნდი უნგრეთის ჩემპიონატში 18 ტურის შემდეგ 39 ქულით პირველ ადგილზეა. „ფერენცვაროშის“ მთავარი მწვრთნელი სერგეი რებროვია, უკრაინის ნაკრების და კიევის „დინამოს“ ყოფილი თავდამსხმელი.

ლაშა დვალი უნგრელებს თურქეთში შეუერთდა და ბელექში საერთო ჯგუფთან ერთად უკვე ვარჯიშობს.