ლაშა დვალმა უნგრულ „ფერენცვაროშთან“ კონტრაქტი გააფორმა – საქართველოს ნაკრების მცველი უკვე ახალ კლუბთან ერთად უკვე ვარჯიშობს და სეზონის განახლებისთვის ემზადება.
დვალი ბოლოს პოლონურ „პოგონში“ გამოდიოდა. 23 წლის მცველმა ტრანსფერთან დაკავშირებით ილაპარაკა.
„მოლაპარაკება დაახლოებით ორი კვირის წინ დაიწყო. საინტერესო შეთავაზება იყო და გადაწყვეტილებაც მალე მივიღე. „ფერენცვაროში“ ტრადიციული და ისტორიული კლუბია, რომელსაც დიდი მიზნები და გეგმები აქვს. პოლონელებს ჩემი გაშვება არ უნდოდათ. თუმცა, დაველაპარაკე კლუბის ხელმძღვანელობას. ჩემთვის, „ფერენცვაროშში“ გადასვლა წინ გადადგმული ნაბიჯი და იმის შანსია, რომ განვითარდე და თავი კარგად წარმოვაჩინო. საბოლოოდ პოლონელებმა გამიგეს და წარმატებები მისურვეს“, – ამბობს დვალი.
უნგრეთის პირველობაზე ბაჩანა არაბული თამაშობს. დვალის თქმით, გადასვლამდე მას და კიდევ ორ მოთამაშეს ელაპარაკა – „ბაჩანა არაბულს ვესაუბრე და ვკითხე აზრი, ასევე ველაპარაკე ჩემს ყოფილ გუნდელს, რომლებმაც უნგრეთის ჩემპიონატი კარგად დამიხასიათეს. რაც შეეხება კლუბს, „ფერენცვაროშზე“ გარკვეული წარმოდგენა და ინფორმაცია თავადაც მქონდა.ერთ-ერთი ფაქტორი, რის გამოც არჩევანი შევაჩერე ისაა, რომ 18 ტურის შემდეგ, კლუბი ლიდერობს და ქვეყნის ჩემპიონობის დიდი შანსი აქვს“.