ლაშა დვალი - „ფერენცვაროშის“ დატოვებას არ ვაპირებ
ლაშა დვალი - „ფერენცვაროშის“ დატოვებას არ ვაპირებ
ლაშა დვალი საქართველოს პირველ არხთან უნგრულ მედიაში გაავრცელებულ ხმებს უარყოფს, თითქოს უნგრეთის ჩემპიონის, ბუდაპეშტის „ფერენცვაროშის“ დატოვებას აპირებს.
 
უნგრეთის გუნდების სატრანსფერო ცხრილი გამოცემა csakfoci-მა გამოაქვეყნა, სადაც ამტკიცებდნენ, რომ შესაძლოა, „ფერენცვაროშისა“ და საქართველოს ნაკრების მცველი ლაშა დვალი კარეირას პოლონეთში გააგრძელებს.
„არ დაიჯეროთ, ჭორებია, პოლონეთში წასვლა გეგმაში არ მაქვს. „ფერენცვაროში“ ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებს და არსად წასვლას არ ვაპირებ. პირიქით, დიდი სურვილი მაქვს, რომ გუნდთან ერთად ჩემპიონთა ლიგაზე წარმატებით ვითამაშო და ჯგუფურ ეტაპზე გავიდეთ“, – ამბობს ლაშა დვალი საქართველოს პირველ არხთან.
საქართველოს ნაკრების მცველმა ჩემპიონატის მეორე ნახევარი ტრავმების გამო გამოტოვა, მაგრამ ვარჯიში განაახლა.
„ოპერაცია დამჭირდა, რადგან მუხლის მყესები დამიწყდა, მაგრამ ვარჯიში უკვე განვაახლე, თავს კარგად ვგრძნობ და მიმაჩნია, რომ ეს პაუზა წამადგა“, – აცხადებს ლაშა დვალი.