ლაშა დვალი - ძალების აღსადგენად მცირე დრო გვაქვს, მაგრამ ალბანეთის ნაკრებიც იგივე მდგომარეობაშია #1TVSPORT
ერთა ლიგაზე ალბანეთთან მოახლოებულ მატჩთან დაკავშირებით საქართველოს ნაკრების მცველმა, ლაშა დვალმა ისაუბრა. ის საგურამოში გამართულ პრესკონფერენციაზე მთავარ მწვრთნელთან, ვილი სანიოლთან ერთად იმყოფებოდა.
„ძალების აღსადგენად მცირე დრო გვაქვს, მაგრამ ალბანეთის ნაკრებიც იგივე მდგომარეობაშია. დღესაც ვარჯიშია და მიმაჩნია, რომ სათამაშოდ მზად ვართ.
ალბანელი გულშემატკივრები პირველი მატჩის დაწყებამდე ცუდად მოგვექცნენ, თუმცა ჩვენს გულშემატკივრებს მოვუწოდებ, მათ მსგვასად არ მოიქცნენ და კონცენტრირდნენ ჩვენს მხარადჭერაზე.
დამრჩა შთბეჭდილება, რომ უკრაინელები პოზნანის მოედნისთვის უფრო მომზადებულები იყვნენ, ჩვენ კი ფეხი გვისრიალებდა. ხვალ კარგ მოედანზე ვითამაშებთ და იმედია, უკეთეს ფეხბურთსაც ვაჩვენებთ“, – განაცხადა დვალმა.
ერთა ლიგის B1 დივიზიონში საქართველოს ნაკრები ალბანეთს „მიხეილ მესხი არენაზე“ 14 ოქტომბერს, 20:00 საათზე უმასპინძლებს. შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს პირველი არხი შემოგთავაზებთ.