ლაშა დვალი - 99 პროცენტით გადაწყვეტილია, რომ „ფერენცვაროშს“ დავტოვებ #1TVSPORT
ლაშა დვალი უახლოეს პერიოდში უნგრეთის ჩემპიონს, „ფერენცვაროშს“ დატოვებს, მაგრამ ჯერ უცნობია, კარიერას სად გააგრძელებს – ამის შესახებ ფეხბურთელმა ერთა ლიგაზე ბულგარეთთან მატჩის შემდეგ განაცხადა.
„99 პროცენტი კლუბს დავტოვებ. უბრალოდ, სად გადავალ, ჯერ არ ვიცი. ამიტომ ჯერ ქვეყანასაც ვერ ვიტყვი“, – ამბობს ლაშა დვალი.
უნგრულ კლუბში დვალი ბოლო პერიოდში არ თამაშობდა. მან არ დამალა, რომ ამის გამო ბოლო წუთებზე ბულგარელებთან გაუჭირდა:
„ნაკრები ორი კვირა ემზადებოდა და მოვახერხე სათანადოდ მომზადება, რამდენადაც ეს ვარჯიშებით იყო შესაძლებელი. მეორე ტაიმი ჩემთვის რთული იყო, მაგრამ არა იმდენად, რომ შეუძლებელი ყოფილიყო“.
დვალმა ბულგარეთთან თამაში შეაფასა:
„თამაშს რაც შეეხება, შეგვეძლო ნამდვილად მოგება, მაგრამ არანაირი მინუსი არ გვქონდა – შემართებაც იყო და ბრძოლაც. ასევე გუნდურობაც გამოვავლინეთ, რაც მოედანზე ყველაზე მნიშვნელოვანია. ველოდებით სექტემბრის თამაშებს, რომელიც გადამწყვეტი იქნება“.