ლაშა ბექაური - ზურაბ კახაბრიშვილი მსოფლიოში საუკეთესო ექიმია #1TVSPORT
21 წლის ლაშა ბექაური ოლიმპიური ჩემპიონია. ქართველმა ძიუდოისტმა ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს ნაკრებს პირველი ოქროს მედალი მოუპოვა. რამდენიმე თვის წინ ლაშა ბუდაპეშტში მიმდინარე ტურნირზე დაშავდა და მისი ტოკიო 2020-ზე მონაწილეობა საფრთხის ქვეშ იყო, მაგრამ ბოლო წამს გადაწყდა, რომ მას ამ უმნიშვნელოვანეს ტურნირზე მონაწილეობა უნდა მიეღო.
IJF-მა ბექაურის ტრიუმფის შემდეგ გამოაქვეყნა პოსტი, სადაც ის საქართველოს ოლიმპიური ნაკრების მთავარ ექიმზე, ზურაბ კახაბრიშვილზე საუბრობს.
„ზურაბ კახაბრიშვილი მსოფლიოში საუკეთესო ექიმია. ერთი თვის წინ ბუდაპეშტში მხარი დავიზიანე და შეშინებულები ვიყავით, რომ ტოკიოში ვერ წავიდოდი. მისი წყალობით, დღეს თავს შესანიშნავად ვგრძნობდი და მომეცა შესაძლებლობა მეჩვენებინა ჩემი ძიუდო. ახლა კი ოლიმპიური ჩემპიონი ვარ. ცხოვრება მშვენიერია.“
შეგახსენებთ, რომ ტოკიო 2020-ზე ორი ვერცხლის მედალი ვაჟა მარგველაშვილმა და ლაშა შავდათუაშვილმა მოიპოვეს.