ლაშა ბექაური ტოკიოს ოლიმპიადის ნახევარფინალშია [ვიდეო] #1TVSPORT

ტოკიოში მიმდინარე ოლიმპიურ თამაშებზე ძიუდოს ტურნირის მეხუთე საშეჯიბრო დღეს 90 კგ წონით კატეგორიაში ახალგაზრდა ლაშა ბექაური ასპარეზობს. ქართველი ევროპის მოქმედი ჩემპიონია.

ლაშა მეოთხედფინალში უზბეკ დავლათ ბობონოვს შეხვდა და მეტოქის შეხვედრიდან მსაჯების მიერ მოხსნის გამო გაიმარჯვა. ქართველის მეტოქე ნახევარფინალში რუსი იგოლნიკოვი იქნება.

 

1/16 ფინალი 

ბექაური VS კუჩერა

1/8 ფინალი

ბექაური VS კოჩმანი

შეგახსენებთ, რომ ქართველმა პირველ წრეში პოლონელი კუჩერა, ხოლო მეორე შეხვედრაში ისრაელის წარმომადგენელი კოჩმანი დაამარცხა. ტურნირი ასევე ორი გამარჯვებით დაიწყო ესპანეთის სახელით მოასპარეზე, მოქმედმა მსოფლიო ჩემპიონმა, ქართველმა ნიკოლოზ შერაზადაშვილმაც, მაგრამ იგი მეოთხედფინალში, სამწუხაროდ, რუს იგოლნიკოვთან დამარცხდა.

შეგახსენებთ, რომ ტოკიო 2020-ზე საქართველოს დელეგაციის ანგარიშზე, ჯერჯერობით, ორი ვერცხლის მედალია, რომლებიც ვაჟა მარგველაშვილმა და ლაშა შავდათუაშვილმა მოიპოვეს. ოლიმპიური თამაშების პირდაპირ ტელერეპორტაჟებს პირველი არხი და ტელესკოლა შემოგთავაზებთ.

ძიუდოს ტურნირის წინასწარი შეხვედრები ყოველდღიურად 06:00, ფინალური ბლოკი კი – 12:00 საათზე დაიწყება.