ნეაპოლი მსოფლიო უნივერსიადას მასპინძლობს.
იტალიაში იმყოფება საქართველოს დელეგაციაც, რომელიც 16 პორტსმენითაა წარმოდგენილი. ჩვენი ქვეყნის ღირსებას ძიუდოისტები, ტაეკვანდოისტები, წყალში მხტომელები, მოფარიკავეები, მოცურავეები და მხატვრული ტანმოვარჯიშეები დაიცავენ.
უნივერსიადაში მონაწილეობას სპორტის 18 სახეობაში 120 ქვეყნის დელეგაცია იღებს. შეჯიბრის პირველ დღეს საქართველომ უკვე მოახერხა მედლის მოპოვება. 90 კგ წონით კატეგორიაში, ფინალში ლაშა ბექაურმა იასპარეზა, გამარჯვება ვერ მოახერხა და ვერცხლის მედალი მოიპოვა.