ლაშა ბექაური ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის გამარჯვებულია
ლაშა ბექაური ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის გამარჯვებულია

ლაშა ბექაური ფინეთის ქალაქ ვანტააში მიმდინარე ახალგაზრდებს შორის ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა.

90 კგ. წონითი კატეგორიის ფინალში ლაშა ბექაურმა უნგრელ როლანდ გოზს სძლია.

ამავე წონით კატეგორიაში, მიხეილ ბექაურმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. მესამე ადგილისთვის შეხვედრაში მიხეილ ბექაურმა რუსი მანსურ ლორსანოვის დამარცხება შეძლო.