ლაპორტი „მანჩესტერ სიტიდან“ „ალ-ნასრში“ გადავიდა #1TVSPORT
ლაპორტი „მანჩესტერ სიტიდან“ „ალ-ნასრში“ გადავიდა #1TVSPORT

„მანჩესტერ სიტის“ ცენტრალური მცველი ემერიკ ლაპორტი „ალ-ნასრის“ ფეხბურთელი გახდა, – დაწერა საუდის არაბეთის კლუბის პრესსამსახურმა.

ესპანელი მოთამაშის ტრანსფერის თანხამ 27.5 მილიონი ფუნტი შეადგინა.

29 წლის ლაპორტი „მანჩესტერ სიტიში“ 2018 წლის იანვრიდან თამაშობდა. მხარეებს შორის კონტრაქტი 2025 წლის ზაფხულში იწურებოდა.

შეგახსენებთ, რომ „ალ-ნასრის“ რიგებში თამაშობენ კრიშტიანო რონალდო, სადიო მანე და მარსელო ბროზოვიჩი.