ლანჩხუთში ფეხბურთის აკადემიის მშენებლობა დასკვნით ეტაპზეა
ლანჩხუთში ფეხბურთის აკადემიის მშენებლობა დასკვნით ეტაპზეა

ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლებმა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერთან, ალექსანდრე სარიშვილთან და ლანჩხუთი-ჩოხატაურის მაჟორიტარ დეპუტატთან, ნინო წილოსანთან ერთად გურიის ფეხბურთის აკადემიის მშენებლობა დაათვალიერეს, რომელიც უკვე დასკვნით ეტაპზეა.

,,ჩვენთვის მნიშვნელოვანია ბავშვთა საფეხბურთო აკადემიის მშენებლობა. აქტიურად მიმდინარეობს სამუშაოები. დაწყებულია ეზოს კეთილმოწყობა და გარეგანათების პროექტის განხორციელება. მიხარია, რომ ბევრი ბავშვისთვის ეს მოტივაციას გაზრდის. სამშენებლო სამუშაოები უახლოეს მომავალში დასრულდება“.- განაცხადა ალექსანდრე სარიშვილმა.

მერიის ინფომაციით, პროექტის ფარგლებში ადგილზე მოეწყობა ადმინისტრაციული საცხოვრებელი შენობა და სტანდარტული ზომის საფეხბურთო მოედანი განათებით. მშენებლობის დასრულება მიმდინარე წლის შემოდგომაზე იგეგმება. აკადემიის გუნდებთან ერთად, საფეხბურთო ინფრასტრუქტურით საფეხბურთო სკოლები და სამოყვარულო ფეხბურთის გუნდები ისარგებლებენ.