ლანჩხუთის „გურია“ გელა სანაიამ ჩაიბარა
ლანჩხუთის „გურია“ გელა სანაიამ ჩაიბარა

ლანჩხუთის „გურიას“ ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს – საფეხბურთო კლუბი გელა სანაიამ ჩაიბარა.

ლანჩხუთელებმა სეზონი თენგიზ პატარაიას ხელმძღვანელობით დაიწყეს, მეცხრე ტურიდან კი „გურიას“ გაწვრთნა გიგა იმედაიშვილს დაევალა.

სანაიას „გურიაში“ დანიშვნა „სამტრედიასთან“ 16 მაისის მატჩის შემდეგ გადაწყდა – 11 ტურის შემდეგ გუნდმა მხოლოდ ოთხი ქულა დააგროვა, მერვე ადგილზეა და აუტსაიდერთა ზონაშია.

40 წლის სანაია პროფესიული (PRO) სამწვრთნელო ლიცენზიის მფლობელია. მისი სამწვრთნელო კარიერა დაიწყო თბილისის „ლოკომოტივის“ საფეხბურთო აკადემიასა და მთავარ გუნდში, შემდეგ იყო „სამტრედია“, ხობის „კოლხეთი“, თბილისის „ლოკომოტივი“, „ჭიათურა“, რუსთავის „მეტალურგი“, ქობულეთის „შუქურა“, ფოთის „კოლხეთი“ და „შევარდენი 1906“, რომელიც დეკემბერში საკუთარი სურვილით დატოვა.