Lanazione - ივა გელაშვილი იტალიაშია, სამედიცინო შემოწმება გაიარა და „სპეციასთან“ კონტრაქტს მალე გააფორმებს #1TVSPORT
Lanazione - ივა გელაშვილი იტალიაშია, სამედიცინო შემოწმება გაიარა და „სპეციასთან“ კონტრაქტს მალე გააფორმებს #1TVSPORT

ივა გელაშვილი იტალიაშია, სამედიცინო შემოწმება გაიარა და სერია B-ს „სპეციასთან“ კონტრაქტს მალე გააფორმებს, – ინფორმაციას იტალიური გამოცემა lanazione ავრცელებს.

გელაშვილის შესახებ ოფიციალური განცხადება გაკეთდება

„ქართველი ცენტრალური მცველი ივა გელაშვილი „სპეციაში“ მალე ჩაირიცხება, მანამდე სამედიცინო შემოწმებას გაივლის და კონტრაქტს მოაწერს ხელს, რომელიც მას კლუბთან 2024 წლამდე დააკავშირებს.

ქართველი ცენტრალური მცველი სპეციაში გუშინ ჩამოვიდა და კლუბთან კონტრაქტის გაფორმებამდე სამედიცინო შემოწმების პირველი ნაწილი გაიარა. მასიმილიანო ალვინის („სპეციას“ მწვრთნელი) ძალიან ცოტა ხანში ივა გელაშვილი ეყოლება, რომელიც ვიშნევსკის ტრავმის (ჯვარედინი იოგის დაწყვეტა) შემდეგ გუნდის დაცვაში ვითარების მოწესრიგებას შეეცდება.

ფეხბურთელი იტალიის სერია B-ს კლუბში ბათუმის „დინამოდან“ ერთწლიანი იჯარით გადავა. ხელშეკრულებაში ჩადებული პუნქტით, „სპეციას“ სეზონის ბოლოს მისი ტრანსფერის გამოსყიდვის უფლება აქვს“, – წერია lanazione-ში გამოქვეყნებულ წერილში.