ლამინ იამალს გინესის რეკორდების წიგნის სერთიფიკატები გადასცეს #1TVSPORT
„ბარსელონასა“ და ესპანეთის ნაკრების გარემარბმა, ლამინ იამალმა გინესის რეკორდების წიგნის სერთიფიკატები მიიღო.
იამალი ევრო 2024-ზე გახდა ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი, ვინც ევროპის ჩემპიონატის ფინალურ სტადიაზე ითამაშა და, აგრეთვე, გოლი გაიტანა. მან თავი გამოიჩინა ნახევარფინალში საფრანგეთის ნაკრების წინააღმდეგ.
გასულ სეზონში 17 წლის ფეხბურთელმა ყველა ტურნირზე 50 მატჩში მიიღო მონაწილეობა, რომლებშიც შვიდი გოლი გაიტანა და ცხრა შედეგიანი გადაცემა შეასრულა.