ლამინ იამალს ესპანეთის ნაკრების წინასწარ განაცხადში შეიყვანენ #1TVSPORT
ესპანეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ლუის დე ლა ფუენტე „ბარსელონას“ გარემარბს, ლამინ იამალს მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის წინასწარ განაცხადში შეიყვანს, – იტყობინება გაზეთი Mundo Deportivo.
„ბარსელონასა“ და „სელტას“ მატჩის შემდეგ კატალონურმა გრანდმა ოფიციალურად გამოაცხადა, რომ 18 წლის იამალი სეზონის დარჩენილ ნაწილს გამოტოვებს. ასევე ხაზი გაუსვეს იმას, რომ ფეხბურთელმა მსოფლიო ჩემპიონატისთვის გამოჯანმრთელება უნდა მოასწროს.
იტყობინებიან, რომ ფიფა-სთვის განკუთვნილ წინასწარ განაცხადში უნდა იყოს 35-დან 55-მდე ფეხბურთელი, აქედან ოთხი – მეკარე. ეს შემადგენლობა ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ 11 მაისამდე უნდა წარმოადგინოს. დიდი ალბათობით, დე ლა ფუენტე საბოლოო სიას 22 მაისს გამოაქვეყნებს. ელოდებიან, რომ ჩამონათვალში იამალიც იქნება.