ლა ლიგის საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშედ (U23) დასახელდა „ბარსელონას“ 16 წლის გარემარბი ლამინ იამალი, რომელმაც ჩემპიონატის 37 მატჩში ხუთი გოლი გაიტანა და ამდენივე შედეგიანი გადაცემა შეასრულა.
პრეტენდენტთა შორის იყვნენ: პაუ კუბარსი (ბარსელონა), როდრიგო (რეალი), ნიკო უილიამსი (ბილბაო), იან კოუტუ, სავიო, მიგელ გუტიერესი (ყველა – ჟირონა), ხავი გერა (ვალენსია), ჯონი კარდოსო (ბეტისი) და ტაკეფუსა კუბო (სოსიედადი).