ლამელო ბოლი ყველაზე ახალგაზრდაა მათ შორის, ვისაც ნბა-ში სამმაგი დუბლი შეუსრულებია - დღის მატჩების ვიდეომიმოხილვა
10:19, 10.01.2021
„შარლოტის“ ახალწვეული ლამელო ბოლი NBA-ის ისტორიაში შევიდა. იგი ყველაზე ახალგაზრდა კალათბურთელია, რომელმაც სამმაგი დუბლი გაიფორმა – 10-იან ნიშნულს სამ კომპონენტში ასცდა: 22 ქულა, 12 მოხსნა, 11 პასი.
აქამდე ყველაზე ახალგაზრდა რეკორდსმენი ორლანდოელი მარკელ ფულცი იყო, რომელიც სამმაგის შესრულებისას 19 წლისა და 317 დღისა იყო. ბოლი 9 იანვრის საღამოს 19 წლისა და 140 დღისა გახლდათ.
მისი გარჯა დაფასდა – „შარლოტმა“ „ატლანტა“ დაამარცხა – 113:105.