ლამელო ბოლი NBA-ის საუკეთესო დებიუტანტი გახდა #1TVSPORT
ლამელო ბოლი NBA-ის საუკეთესო დებიუტანტი გახდა #1TVSPORT

„შარლოტ ჰორნეტსის“ გამთამაშებელი ლამელო ბოლი ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის 2020-21 წლების სეზონის საუკეთესო ახალბედად აღიარეს, – ამის შესახებ საკუთარ „ტვიტერში“ დაწერა ESPN-ის მიმომხილველმა ედრიან ვოინაროვსკიმ.

ბოლმა გამოკითხვაში 465 ქულა მიიღო და გაუსწრო „მინესოტას“ მცველს ენტონი ედვარდსა (309 ქულა) და „საკრამენტოს“ მცველს ტაირის ჰალიბარტონს (114).

„ჰორნეტსმა“ ლამელო 2020 წლის დრაფტზე აირჩია მესამე ნომრად. 19 წლის გამთამაშებელმა სეზონში 51 მატჩი ჩაატარა და საშუალოდ 15.8 ქულა, 5.9 მოხსნა, 6.1 შედეგიანი გადაცემა და 1.6 ჩაჭრა დააგროვა.

თავის სადებიუტო სეზონში ბოლმა თითქმის თვენახევარი გამოტოვა მარჯვენა მაჯის მოტეხილობის გამო.