ლამარკუს ოლდრიჯმა კარიერა 35 წლის ასაკში დაასრულა #1TVSPORT
ლამარკუს ოლდრიჯმა კარიერა 35 წლის ასაკში დაასრულა #1TVSPORT

„ბრუკლინ ნეტსის“ კალათბურთელმა, ლამარკუს ოლდრიჯმა მოულოდნელი გადაწყვეტილება მიიღო და კარიერა დაასრულა. ამის შესახებ 35 წლის ცენტრმა „ინსტაგრამზე“ პოსტი გამოაქვეყნა.

ოლდრიჯის თქმით, მან ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში ბოლო მატჩი 10 აპრილს „ლეიკერსის“ წინააღმდეგ გამართა. როგორც კალათბურთელი აღნიშნავს, მან ეს გადაწყვეტილება გულის არითმიის გამო მიიღო.

„თავს ახლა კარგად ვგრძნობ, მაგრამ რაც მე „ლეიკერსთან“ თამაშის დროს ვიგრძენი, ყველაზე საშინელი რამ იყო რაც აქამდე დამმართნია“, – განაცხადა ოლდრიჯმა.

 

View this post on Instagram

 

A post shared by LaMarcus Aldridge (@aldridge_121)

ლამარკუსი NBA-ში 2006 წლიდან თამაშობდა. ამერიკელი კალათბურთელი დრაფტზე მე-2 ნომრად აირჩიეს. 2006 წლიდან 2015 წლამდე „პორლენდ ტრეილ ბლეიზერსში“ ირიცხებოდა, შემდეგ კი „სან ანტონიოში“ გადავიდა და „ნეტსში“ გადასვლამდე გრეგ პოპოვიჩის ერთ-ერთი წამყვანე მოთამაშე იყო. სტივ ნეშის გუნდს კი ცოტა ხნის წინ შეუერთდა და ჯამში 5 თამაშის ჩატარება მოასწრო.

ოლდრიჯს 7-ჯერ აქვს მონაწილეობა მიღებული ყველა ვარკსვლავის მატჩში. მისი მონაგარი საშუალოდ შეხვედრაში 19.4 ქულა, 8.2 მოხსნა, 2 პასი და 1.1 დაფარებაა.