„სან ანტონიო სპურსი“ არის ერთ-ერთი იმ 22 გუნდიდან, რომელიც 31 ივლისიდან ორლანდოში ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის განახლებულ სეზონზე იასპარეზებს. გრეგ პოპოვიჩის გუნდს პლეი-ოფის საგზურისთვის ბრძოლა ლამარკუს ოლდრიჯის გარეშე მოუწევს. „სპურსის“ ცენტრს, რომელიც მიმდინარე სეზონზე მატჩში საშუალოდ 18.9 ქულას და 7.4 მოხსნას აგროვებდა, მხარზე ოპერაცია ჩაუტარდა.
„სან ანტონიოსთვის“ ეს სერიოზული დანაკლისია, რადგან ოლდრიჯი ამ ფორმაციის „სპურსის“ ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშეა.
პოპოვიჩის გუნდი 27 მოგებითა და 36 მარცხით დასავლეთ კონფერენციაში მე-12 ადგილზე იმყოფება. ტეხასურ გუნდს პლეი-ოფის საგზურის მოსაპოვებლად სერიოზული ძალისხმევა დასჭირდება. ოლდრიჯის გარეშე კი ეს ამოცანას ბევრად რთული ხდება.