* „ტოტენჰემმა“ ორი მატჩის ჯამში ანგარიშით 0:4 წააგო „ლაიპციგთან“. ეს არის ჩემპიონთა ლიგაზე ჟოზე მოურინიოს ყველაზე დიდი ანგარიშით წაგება კარიერაში.
* 32 წლისა და 231 დღის იულიან ნაგელსმანი ყველაზე ახალგაზრდა მწვრთნელი გახდა, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის პლეიოფის ეტაპი გაიარა.
* ჟოზე მოურინიომ ჩემპიონთა ლიგის პლეიოფში ზედიზედ მესამე ორრაუნდიანი დაპირისპირება წააგო: 2014-2015 წლებში მისი „ჩელსი“ „პარი სენ-ჟერმენთან“ დამარცხდა, 2017-2018 წლების სეზონზე „მანჩესტერ იუნაიტედმა“ პორტუგალიელი სპეციალისტის ხელმძღვანელობით ამავე სტადიაზე წააგო „სევილიასთან“.
* ბოლოს მურინიომ ჩემპიონთა ლიგის პლეიოფის ეტაპი 2014 წელს გაიარა. მაშინ „ლაიპციგი“ მესამე ბუნდესლიგაში თამაშობდა.
* ემილ ფორსბერგმა შეცვლაზე შესვლიდან 27-ე წამზე გაიტანა გოლი. ეს სათადარიგო ფეხბურთელის მესამე ყველაზე სწრაფი გოლია ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში.
* მოურინიო „ტოტენჰემთან“ ერთად ზედიზედ მეექვსე ოფიციალური მატჩია, ვერ იგებს.
* „ატალანტა“ და „ლაიპციგი“ რიგით 52-ე და 53-ე გუნდები არიან, რომლებმაც ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალამდე მიაღწიეს.
ლაიპციგი-ტოტენჰემი 3:0 (1:0)
გოლები: 1:0 ზაბიტცერი (10), 2:0 ზაბიტცერი (21), 3:0 ფორსბერგი (87)
ლაიპციგი: გულაში – ჰალსტენბერგი, უპამეკანო, კლოსტერმანი – ანგელინო, ზაბიტცერი (87. ფორსბერგი), ლაიმერი, მუკიელე (56. ადამსი) – ნკუნკუ (59. ჰაიდარა), ვერნერი – შიკი
ტოტენჰემი: ლორისი – ტანგანგა, დაიერი, ალდერვეირელდი – ორიე (90. მ. უოლკოტი), უინქსი, ლო სელსო (80. ფერნანდეში), სესენიონი – ლამელა, ლუკას მოურა – ალი.