ლაგოდეხში საზაფხულო ბანაკი გაიხსნა
ლაგოდეხში საზაფხულო ბანაკი გაიხსნა

ლაგოდეხის საფეხბურთო აკადემიაში წელს მეორედ გაიხსნა საზაფხულო ბანაკი – პროექტი ერთი კვირა გაგრძელდება, მისი ორგანიზატორი კი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაა.

საზაფხულო ბანაკში საქართველოს სხვადასხვა რეგიონის ქალთა საფეხბურთო კლუბების 15-წლამდე ასაკის 60 წევრი მონაწილეობს. ერთი კვირის განმავლობაში გოგონები სპეციალურად მათთვის შედგენილი პროგრამით იცხოვრებენ. დაგეგმილია ვარჯიშები, ინტელექტუალური თამაშები, კინოჩვენებები და სხვა სახალისო და შემეცნებითი აქტივობები. კემპის მონაწილეებს სპეციალურ კუთხეში სასურველი წიგნების წაკითხვაც შეუძლიათ. გოგონებს სტუმრად გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA)-ის საქართველოს ოფისის მოწვეული სპიკერებიც ესტუმრებიან და ტრენინგებს ჩაუტარებენ.

ბანაკის დაწყებამდე აკადემიის შენობას სადეზინფექციო სამუშაოები ჩაუტარდა. გოგონებს საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრების წევრები ავარჯიშებენ. გოგონების საზაფხულო ბანაკი უეფას საკომუნიკაციო პროექტის #WePlayStrong Together-ის ფარგლებში იმართება. პროექტის მთავარი მიზანი სტერეოტიპების დანგრევა, გოგონების ფეხბურთში ჩართვა და ალთა ეროვნული ჩემპიონატის და გოგონათა ფეხბურთის განვითარების ხელშეწყობაა.