ლადო მამუჩაშვილი ბათუმის „დინამოში“ გადავიდა
ლადო მამუჩაშვილი ბათუმის „დინამოში“ გადავიდა

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ნახევარმცველი ლადო მამუჩაშვილი კარიერას ბათუმის “დინამოში” გააგრძელებს. 22 წლის ლადო მამუჩაშვილი “საბურთალოში” 2004 წლიდან თამაშობდა და ეროვნული ლიგის ბოლო ტურში თბილისის “დინამოსთან” მოგებაშიც თავისი წვლილი შეიტანა.

ლადო მამუჩაშვილმა ბათუმის „დინამოში“ გადასვლის მიზეზები არ დააკონკრეტა.

“თბილისის “დინამოსთან” ძალიან მნიშვნელოვანი სამი ქულა მოვიპოვეთ, მე კი “საბურთალოში” ბოლო შეხვედრას ვატარებდი და მსურდა, გამარჯვებით წავსულიყავი. მატჩის შემდეგ გავაცნობიერე, რომ კლუბის მაისურა ბოლოჯერ მოვირგე. 14 წელი ამ გუნდში ვთამაშობდი და ადამიანურად გული დამწყდა, მაგრამ ეს სპორტსმენის ცხოვრებაში ჩვეულებრივი მომენტია – დგება დრო, როდესაც ადამიანს კლუბის შეცვლა გიწევს”, – ამბობს მამუჩაშვილი.