ლადო ჭინჭარაულმა პარიზის პარალიმპიური თამაშების ლიცენზია მოიპოვა #1TVSPORT
ესპანეთის ქალაქ გრანადაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე პარასროლაში, ლადო ჭინჭარაულმა ცეცხლსასროლი იარაღიდან 50 მეტრზე სროლაში პარიზის 2024 პარალიმპიური თამაშების ლიცენზია მოიპოვა – ქართველი პარასპორტსმენი ტურნირიდან, ლიცენზიის გარდა, ევროპის ვიცე-ჩემპიონის ტიტულითაც ბრუნდება.
აღსანიშნავია, რომ პარიზის ზაფხულის პარალიმპიური თამაშებისთვის საქართველოს პარალიმპიური კომიტეტის ნაკრებს სპორტის 6 სახეობაში უკვე 13 გარანტირებული ლიცენზია აქვს აღებული, რაც ჩვენი გუნდისთვის ისტორიული შედეგია.