22 წლის თავდამსხმელმა, ლადო ჩიხრაძემ ურთიერთშეთანხმების საფუძველზე წყალტუბოს ,,სამგურალი” დატოვა, – ინფორმაციას კლუბის პრესსამსახური ავრცელებს.
კომენტარი თავად ფეხბურთელმაც გააკეთა და კლუბს მადლობა გადაუხადა, მაგრამ სად გააგრძელებს კარიერას, ამაზე არაფერს წერს.
„დიდი მადლობა „სამგურალის“ თითოეულ წევრს. დაწყებული სტაფიდან და ხელმძღვანელობიდან, დამთავრებული თანაგუნდელებით, ყველა თქვენგანმა დიდი წვლილი შეიტანა ჩემს ზრდაში და იმედი მაქვს, 2024-ში წარმატებული წელი გექნებათ.
ასევე, დიდი მადლობა გულშემატკივრებს, რომლებიც ყოველ ნაბიჯზე გვერდში მედგნენ და დიდ მხარდაჭერას მაძლევდნენ. მიხარია, თუ თქვენს სიხარულში ჩემი პატარა წვლილი შევიტანე“, – წერს ლადო ჩიხრაძე.
ჩიხრაძე „სამგურალში“ 2022 წლიდან თამაშობდა. გასულ წელს ეროვნულ ლიგაში ჩატარებულ 24 შეხვედრაში 7 გოლი გაიტანა და ახალგაზრდულ ნაკრებში მიიწვიეს.