ლადო ბურდული - კარგი ახალგაზრდები გამოჩდნენ და მგონია, რომ შესარჩევ ციკლში კარგი ნაკრები გვეყოლება #1TVSPORT
ვეტერანმა ფეხბურთელმა, ლადო ბურდულმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „საფეხბურთო ტაიმაუტი ვლადიმერ გუცაევთან ერთად“ საქართველოს ნაკრების მიერ მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში განვლილ ციკლში შეაფასა:
„ამ ბოლო დროს ჩვენს ნაკრებშიც იყო გამონათებები. ბიჭებმაც სწორი დასკვნები გააკეთეს და ბოლო მატჩები კარგად ჩაატარეს, მაგრამ შემდეგ ციკლში ჩვენ შვედეთი კი არ უნდა ჩავტოვოთ – რაც არაფერს გვაძლევს, არამედ, ჩვენ უნდა გავიდეთ.
– ნაკრებში თაობათა ცვლაც მოხდა, გამოცდილებაც მიიღეს და ვფიქრობ, რომ შემდეგ ციკლში ძალიან კარგი ნაკრები უნდა გვყავდეს. ვითამაშეთ კარგად და წავაგეთ, ამას ხალხი აღარ მიიღებს. კონკრეტული თამაშების მოგებაც უნდა ვისწავლოთ. მგონია, რომ შემდეგი შესარჩევი ციკლისთვის ეს ბიჭები საამისოდ მზად იქნებიან.
– მინდა, ჩემი დადებითი პოზიცია დავაფიქსირო ვილი სანიოლის მიმართ. მას დიდი სათამაშო კარიერა ჰქონდა და ახლა მომწონს, როგორც მწვრთნელი. მას შეუძლია საქართველოს ნაკრებით დიდი სახელი მოიპოვოს. მომწონს ის, რომ სანიოლი ნაკრებში ბოლომდე იხარჯება. სწორად მუშაობს. მას აკრიტიკებენ, მაგრამ თავიდან სამუშაო დრო არ ჰქონდა და სადმე ფეხბურთელები ხომ უნდა ენახა? მან შესარცჩვი ციკლი კარგად გამოიყენა, ფეხბურთელები გამოსცადა და ახლა იცის, ვის დაეყრდნოს.
– ვოლკოვს თავიდანვე ეტყობოდა, რომ კარგი თავდამსხმელი იყო – სწრაფია, სხარტი, მაღლა ხტება და ძალიან კარგი პიროვნებაა. მწვრთნელების მუშაობაზე ასეთი ფეხბურთელების გამობრწყინება მეტყველებს. დავით ყიფიანმა ასე ნახა მალხაზ ასათიანი, რომელიც სამტრედიაში იყო განათხოვრებული და ჩვენი თაობის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე დააწინაურა.
– ხარვეზები? თამაში დეტალებისგან შედგება და რაც უფრო მეტ ორთაბრძოლებს მოვიგებთ, თამაშიც უკეთ გამოგვივა. დაცვით ფუნქციებიც ყველამ უნდა შეასრულოს. ჩემპიონთა ლიგის ფინალში სამეულ ეტოომ „ინტერში“ მარჯვენა მცველად ითამაშა. ასეა თანამედროვე ფეხბურთში.
– ახალგაზრდული ნაკრების თამაში რომ ვნახე, მიხაროდა, რა სისწრაფეები, ტექნიკა, ტაქტიკა აჩვენეს. თავსი დროზე ჩვენც ვითამაშეთ ინგლისთან და 1:6 წავაგეთ. ამ გუნდში კი ფეხბურთელებმა იცოდნენ, ვინ რას აკეთებდა. მოედანზე მოგებულის მენტალიტეტით გავიდნენ და ესაა მთავარი. ახლა მნიშვნელოვანია, რომ ცხვირი არ ავწიოთ და ასევე გავაგრძელოთ. მგონია, რომ ნაკრებს კარგი შეცვალა ეზრდება.
– ახლა ახალგაზრდები ნელ-ნელა ძალას იკრებენ, ზრდას არ აჩერებენ და მომწონს, რა პროფესიონალურად იზრდებიან. თანაც, ასეთები ერთეულები კი არ არიან, მრავლად გამოჩდნენ“.