„ლაციომ“ მურიჩი გაიფორმა
„ლაციომ“ მურიჩი გაიფორმა

რომაულმა კლუბმა კოსოვოელ ფეხბურთელთან კონტრაქტი გააფორმა და ვედატ მურიჩი უკვე „ლაციოს“ მოთამაშეა, – იუწყება კლუბის ოფიციალური ვებგვერდი.

„ლაციოში“ მურიჩი „ფენერბახჩედან“ გადავიდა. გარიგების ფინანსური დეტალები ჯერ ცნობილი არ არის, მაგრამ Transermarkt -ის შეფასებით, ტრანსფერმა 18 მილიონი ევრო შეადგინა.

2019/20 წლების სეზონში მურიჩმა „ფენერბახჩეს“ შემადგენლობაში 35 მატჩში ჩაატარა, 17 გოლი გაიტანა და 7 შედეგიანი გადაცემა შეასრულა.