„ლა რეპუბლიკა" - „სერია ა“-ს მინიმუმ ექვს კლუბს იანვრიდან ხელფასებს არ იხდის
იტალიის ჩემპიონატის რამდენიმე კლუბი აგრძელებს ფეხბურთელებთან მოლაპარაკებებს ხელფასების შემცირების თაობაზე.
როგორც გაზეთი „ლა რეპუბლიკა“ წერს, „სერია ა“-ს მინიმუმ ექვს კლუბს 2020 წლის იანვრიდან მოყოლებული, დღემდე არ გადაუხდია ხელფასი საკუთარი ფეხბურთელებისთვის.
ფეხბურთელებს სურთ დარწმუნებულნი იყვნენ იმაში, რომ ხელფასების შემცირების შემთხვევაში, ფული მართლაც მოხმარდება პერსონალს ან ნახევრადპროფესიულ და ქალთა კლუბებს.
იტალიის ჩემპიონატის 10 მარტიდან არის შეჩერებული კორონავირუსის პანდემიის გამო.