La Repubblica - „ნაპოლი“ მწვრთნელად ივან იურიჩისა და სტეფანო პიოლის კანდიდატურას განიხილავს #1TVSPORT
„ნაპოლი“ ზაფხულში მთავარ მწვრთნელად სტეფანო პიოლის ან ივან იურიჩს დანიშნავს – ინფორმაციას La Repubblica ავრცელებს.
შეგახსენებთ, რომ „ბარსელონასთან“ ჩემპიონთა ლიგის მატჩამდე „ნაპოლის“ პრეზიდენტმა, აურელიო დე ლაურენტისმა ვალტერ მაძარი თანამდებობიდან დაითხოვა და მის ნაცვლად სლოვაკეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ფრანჩესკო კალცონა დანიშნა.
დე ლაურენტისს სურს, რომ „ნაპოლის“ შემდეგი მწვრთნელი ანტონიო კონტე გახდეს, მაგრამ იტალიელი სპეციალისტი ჯერჯერობით თავს იკავებს. კლუბის პრეზიდენტი პარალელურად სხვა კანდიდატებსაც განიხილავს, მათ შორის „მილანისა“ და „ტორინოს“ ამჟამინდელი მწვრთნელები – სტეფანო პიოლი და ივან იურიჩიც არიან.
რუდი გარსიას გათავისუფლების შემდეგ ნეაპოლში იგორ ტუდორის დანიშვნასაც ცდილობდნენ – „მარსელის“ ყოფილ მწვრთნელს გრძელვადიანი პროექტის განხორციელება სურდა, მაგრამ საბოლოოდ მხარეებს შორის შეთანხმება ვერ შედგა“, – წერს იტალიური გამოცემა.