ბათუმის „დინამო“ ანგისას ბაზაზე დაბრუნდა და აჭარულ დერბიში, რომელსაც გულშემატკივრები ხშირად „დერბი დე ლა მანდარინას“ უწოდებენ, ქობულეთის „შუქურა“ დაამარცხა.
ეროვნულ საფეხბურთო ლიგაში, 30-ე ტურის ბოლო შეხვედრაში, ანგარიში 48-ე წუთზე ბათუმელთა თავდამსხმელმა ნიკა საბანაძემ გახსნა. 67-ე წუთზე, ქობულეთელები მძიმე მდგომარეობაში ჩავარდნენ – მთავარმა არბიტრმა მოედნიდან გიორგი კალანდაძე გააძევა. ამით მასპინძლებმა კარგად ისარგებელს და 75-ე წუთზე საბანაძემ დუბლი შეასრულა.
საბოლოოდ, ანგარიში აღარ შეცვლილა, „დინამომ“ 2:0 მოიგო და 61 ქულით ლიგა 2-ის გათამაშების ერთპიროვნული ლიდერია.
ტურის დანარჩენი მატჩები ასე დასრულდა:
„ცხინვალი“ – „შევარდენი 1906“ 2:4
„ნორჩი დინამო“ – „სამგურალი“ 2:0
„გაგრა“ – „თელავი“ 1:0
„მერანი“ – „ვიტ ჯორჯია“ 0:1
ბათუმელებს 9 ქულით ჩამორჩება „ვიტ ჯორჯია“ (52), მესამეზე კი „გაგრაა“ (49). სეზონის დასრულებამდე 6 ტურით ადრე განსაკუთრებით ვითარება აუტსაიდერთა ზონაში დაიძაბა. „შუქურა“ (31 ქულა) მე-7 ადგილზეა, ხოლო სამი გუნდი, მარტვილის „მერანი“, წყალტუბოს „სამგურალი“ და „ცხინვალი“ 29-29 ქულით ბოლო ადგილებზე არიან.