ლა ლიგის ბოლო ტურში გიორგი მამარდაშვილმა „ვალენსიაში“ საუკეთესო შეფასება დაიმსახურა #1TVSPORT
გიორგი მამარდაშვილმა „ალმერიასთან” შეხვედრაში ორი გოლი გაუშვა. ამის მიუხედავად, ლა ლიგის ბოლო ტურში „ვალენსიის“ შემადგენლობაში ყველაზე მაღალი შეფასება სწორედ საქართველოს ნაკრების მეკარემ დაიმსახურა.
„ალმერიასა“ და „ვალენსიის“ მატჩის საუკეთესო მოთამაშედ სამმა ავტორიტეტულმა პორტალმა მასპინძელთა ნახევარმცველი სერხიო არიბასი დაასახელა – Whoscored-მა 8,6 ქულა დაუწერა, Sofascore-მა და Flashscore-მა – 8,5.
„ვალენსიის“ ქართველმა მეკარემ მატჩის განმავლობაში რამდენიმე რთულ სიტუაციაში გუნდი გადაარჩინა. საერთო ჯამში, მას 8 სეივი დაუგროვდა.
Whoscored-ზე ქართველი მეკარის გრაფაში 7,9 ქულა წერია, Sofascore-ზე – 8,2, ხოლო Flashscore-ზე – 8,1 ქულა.