ლა ლიგაში ყველაზე მეტი პენალტი მოიგერია - „ვალენსია“ მამარდაშვილს ემადლიერება #1TVSPORT
მამარდაშვილმა მიმდინარე სეზონში ყველაზე მეტი პენალტი მოიგერია. „ვალენსიის“ მეკარემ უკვე 3 თერთმეტმეტრიანი დარტყმა აიღო, – ამის შესახებ ესპანური კლუბის პრეს-სამსახური წერს.
„მეკარე გიორგი მამარდაშვილი წინსვლას განაგრძობს. „ვალენსიას“ ქართველმა მეკარემ ლა ლიგის სეზონში ყველაზე მეტი პენალტი (3) მოიგერია.
„ვალენსიის“ ისტორიაში ესპანეთის ჩემპიონატში მათ წინააღმდეგ 423 პენალტი დაინიშნა, საიდანაც 284 (67%) გამოიყენეს, 93 კარს ასცდა და 46 მეკარემ მოიგერია. ეს მაჩვენებლები ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ „ვალენსიის“ მეკარეებმა ლა ლიგის ისტორიაში ყველაზე მეტი პენალტები მოიგერიეს.
მამარდაშვილმა თავის კარიერაში კვლავ მნიშვნელოვან ეტაპს მიაღწია. ის ამჟამად არის მეკარე, რომელმაც ლა ლიგის 2023–24 წლების სეზონში ჩატარებულ 31 მატჩში ყველაზე მეტი, 3 პენალტი მოიგერია.
მამარდაშვილის შესანიშნავი თამაშის წყალობით, მოწინააღმდეგეებმა „ვალენსიას“ კარი მხოლოდ 34-ჯერ აიღეს და ლა ლიგის იმ ოთხ გუნდს შორისაა, რომლებმაც ყველაზე ცოტა გოლი გაუშვეს. ეს სტატისტიკა ქართველი მეკარის დამსახურებაა, რასაც ისიც ადასტურებს, რომ მამარდაშვილმა კარი „მშრალად“ 12 მატჩში (9 „მესტალიაზე“ და 3 სტუმრად) შეინახა.
აღსანიშნავია, რომ „ვალენსიის“ მეკარემ ძირითად შემადგენლობაში ზედიზედ ყველაზე მეტი მატჩი (69) ჩაატარა ლა ლიგის კიპერებს შორის და წინა სეზონებში დაფიქსირებული „მშრალი“ მატჩების პირადი რეკორდი გააუმჯობესა – წელს გოლი 12 შეხვედრაში არ გაუშვია“, – წერს „ვალენსიის“ ვებგვერდი.