ლა ლიგაში ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებს შორის მბაპე მხოლოდ მესამე ადგილზეა #1TVSPORT
„ბარსელონას“ ნიდერლანდელი ნახევარმცველი ფრენკი დე იონგი 2024-25 წლების სეზონში ლა ლიგის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი იქნება.
გამოცემა Capology-ს მონაცემებით, დე იონგის ხელფასი გადასახადების გარეშე 37.5 მილიონ ევროს შეადგენს; მეორე ადგილზე ასევე „ბარსელონას“ ფეხბურთელია – რობერტ ლევანდოვსკი 33.33 მილიონი ევროთი; მხოლოდ მესამეა „რეალის“ ახალწვეული კილიან მბაპე – 31.25 მილიონი.
რეიტინგში არ არის მითითებული ბონუსები, რომლის წყალობითაც ფეხბურთელების ხელფასები შეიძლება გაიზარდოს. ცნობილია, რომ ყველაზე დიდი ბონუსები მბაპეს კონტრაქტშია მითითებული, რითიც მისი წლიური ხელფასი, შესაძლოა, 64.8 მილიონ ევრომდე ავიდეს. ამ ბონუსების გააქტიურებას ის სხვადასხვა მიღწევით შეძლებს.