ლა ლიგაში გამორიცხეს კორონავირუსის ვაქცინამდე მაყურებლების ტრიბუნებზე დაშვება
ლა ლიგაში გამორიცხეს კორონავირუსის ვაქცინამდე მაყურებლების ტრიბუნებზე დაშვება

ესპანეთის პროფესიული საფეხბურთო ლიგის პრეზიდენტმა ხავიერ ტებასმა აღნიშნა, რომ სტადიონებზე გულშემატკივრების დაბრუნება მხოლოდ COVID-19-ის საწინააღდეგო ვაქცინის გამოსვლის შემდეგ იქნება შესაძლებელი.

„იმისთვის, რომ გულშემატკივრები სტადიონზე ვიხილოთ, ამისთვის ვაქცინაა საჭირო და ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ მას იანვარში ან თებერვალში მივიღებთ. პრემიერმინისტრმა განაცხადა, რომ ვაქცინაცია დეკემბრიდან დაიწყება და ეს უნდა გახდეს გადამწყვეტი მომენტი“, – თქვა ტებასმა ლა ლიგას ოფიციალურ ტელეარხთან ინტერვიუში.

ესპანეთის ჩემპიონატი 11 სექტემბერს გაიხსნება „გრანადასა“ და „ბილბაოს“ მატჩით.

დატოვე კომენტარი